geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში იწვევს კანდიდატებს დამლაგებლების პოზიციის დასაკავებლად.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს, იყოს :
ა) მოწესრიგებული;
ბ) ორგანიზებული;
გ) პუნქტუალური;
დ) ენერგიული;
ე) შრომისმოყვარე;
ვ) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:
ა) თსუ-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მასზე განპირობებული ფართის დალაგება-
დასუფთავება;
ბ) სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვა.

 

დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს 2026 წლის 12 ოქტომბრიდან   30 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ კვირის გარდა 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე)  თსუ-ს პირველ კორპუსში (ქ. თბილისი. ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. ოთახი 118 ).

 


კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ავტობიოგრაფია/CV;
გ) სამუშაო გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შრომის ანაზღაურება თვეში:
605 ლარი - ფართის დალაგება-დასუფთავება (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო
ანარიცხის ჩათვლით);

715 ლარი - სველი წერტილის დალაგება-დასუფთავება (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორატიულ სადაზღვეო სისტემაში შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტდება კანდიდატებთან გასაუბრებისას.